საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იუწყება.
„მოსარჩელე ითხოვს, რომ სასამართლომ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის უმოქმედობა მიხეილ სააკაშვილის საჩივრის განხილვის საქმეზე და სააკაშვილის ლტოლვილად ცნობაზე უარის თქმა მართლსაწინააღმდეგოდ და უკანონოდ ცნოს“, – ნათქვამია განცხადებაში