მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილს, კიევის დროით 11 საათზე უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე ელოდებიან

მიხეილ სააკაშვილს, კიევის დროით 11 საათზე უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე ელოდებიან

Published on

კიევის ადმინისტრაციულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით დღეს სხდომაა ჩანიშნული – სწორედ ამ პროცესზე უნდა გადაწყდეს, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნას – გაუქმდეს 1 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სააკაშვილს პირველ მარტამდე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსი აქვს.სასამართლო სხდომამდე მიხეილ სააკაშვილს, კიევის დროით 11 საათზე უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე ელოდებიან. ამ ფაქტის გამო ადვოკატი სასამართლო პროცესის გადადების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს."მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას გეგმავს, სადაც ორ შუამდგომლობას წარვადგენთ. ესენია სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნა და დაკითხვაზე გამოძახების უწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან პროცესუალური შეცდომების გამოსწორების მოთხოვნა. დღესვე, კიევის საოლქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიერ საემიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით პროცესია ჩანიშნული. სასამართლოს შუამდგომლობით მივმართავ, სხდომის გადატანის შესახებ. წესით მათ უნდა დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნა, თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სასამართლოს სურს, საქმე ჩვენი მონაწილეობის გარეშე განიხილოს და ჩვენი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს," – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი. 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...