მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის უარი უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც სურს დაკითხვასთან ერთად...

მიხეილ სააკაშვილის უარი უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც სურს დაკითხვასთან ერთად ისე აიღოს მისი ხმის ნიმუში, რომ ოფიციალურად არ გააკეთოს განაცხადი ამ საგამოძიებო მოქმედების შესახებ

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ შევიდა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაგზავნილ უწყებაში ორი საგამოძიებო მოქმედების შესახებ არის მითითებული, რაც სააკაშვილის თქმით, კანონდარღვევაა. 
 
"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა უსაფრთხოების სამსახურს მოთხოვნით მიმართა, ორივე საგამოძიებო მოქმედების შესახებ მას სხვადასხვა უწყება გაუგზავნონ. შესაბამისი მოთხოვნა სააკაშვილმა ადვოკატებთან ერთად, კანცელარიას ჩააბარა. 
 
სააკაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახურს სურს, დაკითხვასთან ერთად მისი ხმის ნიმუშიც აიღოს, რომელსაც საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ მასალებს დაურთავენ. სააკაშვილი ხმის ნიმუშის მისაცემად მზადყოფნას გამოთქვამს, თუ ახალი უწყებებს კანონის შესაბამისად მიიღებს და დაინიშნება ახალი თარიღი. 
 
„დღეს მომიწვიეს 245-ე მუხლის დარღვევით. ლუცენკოსგან განსხვავებით, სისხლის სამართლის კოდექსი კარგად მაქვს ნასწავლი და კარგად ვიცი უკრაინის კანონმდებლობაც. ისინი არღვევენ ყველა კანონს, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირის დაბარება ერთდროულად ორი საგამოძიებო ღონისძიების ჩასატარებლად ერთ დღეში იკრძალება უკრაინის კრიმინალური პროცესუალური კოდექსის თანახმად. რაც შეეხება იმას, რომ მათ დაარღვიეს ეს კოდექსი, შემეძლო თვალი დამეხუჭა, მაგრამ კანონდარღვევაზე ამას ვერ გავაკეთებ. პროფესიით ვარ იურისტი და მაქვს ორი დიპლომი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. თუ ვერ დავიცავ საკუთარ თავს, ვერ დავიცავ ვერავის უკრაინაში. ამიტომ, ვაიძულებ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს, უშიშროების სამსახურს და გენპროკურატურას, დაიცვან კანონი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ უწყება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს 22 დეკემბერს სასამართლო სხდომის დარბაზში ჩაბარდა, იქ არ იყო მითითებული კონკრეტულად რა პროცესუალური ღონისძიებების გატარება სურდა გამომძიებელს, გარდა დაკითხვისა.
 
უფლებადამცველების თქმით, უნდა იქნას გაგზავნილი ცალკე უწყება, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი თუ რა სახის ნიმუშების აღებას გეგმავს გამოძიება.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...