დაიკითხონ გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია, დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი მერი, დავით ნარმანია – ამ მოთხოვნით"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დღეს პროკურატურას განცხადებით მიმართა.ხაბეიშვილის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი ოთხი შენობა-ნაგებობის უკანონო დემონტაჟს.ხაბეიშვილის მტკიცებით, 2016 წლის ივლისში ეკონომიკის სამინისტრომ გიორგი გაჩეჩილაძის სიძის, გიორგი შარაშიძის, კომპანიას 326 ათას ლარად 13 ათას კვადრატულ მეტრამდე მიწა და ოთხი შენობა გადასცა. კომპანიას მინა-პლასტიკის საწარმო უნდა აეშენებინა და 700 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა , თუმცა მოგვიანებით სახელმწიფომ გიორგი შარაშიძის კომპანიას, შენობები მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, უკან ჩამოართვა.ლევან ხაბეიშვილის თქმით, ორხევში მდებარე აღნიშნული შენობები, საჯარო რეესტრში ფიქსირდება, რეალირად კი არ არსებობს. ხაბეიშვილის ინფორმაციით ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ 182- ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.აღსანიშნავია, რომ მანამდე გია გაჩეჩილაძე და მისი სიძე მთავრობას დაუპირისპირდნენ. მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ.პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ თუკი მისი გუნდის წევრი გამტყუნდება, ის პრემიერის პოსტიდან გადადგება.
სიახლეები
სიახლეები
გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს
გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...
სიახლეები
“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...
სიახლეები
კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი
2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...
სიახლეები
გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა
უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...