დღეს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი ლუკავა გათავისუფლდა.შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ლუკავა ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე უკვე გადმოეცა.გიორგი ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გიორგი ლუკავას ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლება შეაფასა, როგორც ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიური მაგალითი.„ეს არის იმ პოზიტიური თანამშრომლობის გაგრძელება და კიდევ ერთი კარგი პრეცენდენტი, რომლის ფარგლებშიც უკვე მოხდა სოხუმისა და ცხინვალის საპყრობილეებიდან ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება. ძალიან მიხარია, რომ თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა თავისუფალია და ახალ წელს საკუთარ ოჯახში – მეუღლესა და შვილებთან ერთად შეხვდება. მადლობა ყველას ვინც ამ პროცესში ჩართული იყო და ამ მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის მქონე საკითხის გადაწყვეტაში წვლილი შეიტანა. ეს უდავოდ პოზიტიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე და ნდობის აღდგენაზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.მიმდინარე წლის 26 ნოემბერს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან თანამშრომლობის შედეგად 18 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი, გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პირი გათავისუფლდა, მათ შორის 2016 წლის მარტში სოხუმის და ცხინვალის საპატიმროებიდან 14 პატიმარი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.
მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდღეს, დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი ლუკავა გათავისუფლდა.
დღეს, დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი ლუკავა გათავისუფლდა.
სიახლეები
სიახლეები
REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ
პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...
სიახლეები
მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე
„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...
სიახლეები
გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე
„გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...
სიახლეები
ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“ ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...