მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბაზრის ნაწილი დღეს ისევ დაიტბორა.

ზუგდიდის ბაზრის ნაწილი დღეს ისევ დაიტბორა.

Published on

ზუგდიდის ბაზრის ნაწილი დღეს ისევ დაიტბორა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
 
“კლიენტი ვერ მოდის, საახალწლოდ ვაჭრობა არ გვაქვს, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, ბაზრის ადმინისტრაციას მივმართეთ, მაგრამ მეორედ არ ამოხვიდეთო აქ“- ამბობს ოდიშინიუსთან იზოლდა ხორავა.
შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოები არიან კლიენტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ შემოვლითი გზით უწევთ ბაზარში სიარული.
 
„ ვერ შემოვედი, ყიდვა მინდოდა რაღაცის და ფეხი დამისველდა, ეს უნდა მოაგვაროს მთავრობამ, ჩვენ რას ვიზამთ აბა, გლეხები“- ამბობს ერთ-ერთი კლიენტი ინეზა ქვარაია.
 
რაც შეეხება ბაზრის ადმინისტრაციას, ცენტრალური ბაზრის დირექტორის მოადგილე ნონა ნიჟარაძე აცხადებს, რომ „ეს არის კერძო მესაკუთრის ტერიტორია და თითოეულმა უნდა იზრუნოს მის მოწესრიგებზე, ბაზრის ადმინისტრაცია აქ არაფერ შუშია“ .
 
 
ბაზარი 22 -დეკემბერსაც დაიტბორა, მოვაჭრეები პრობლემის დროულად მოგვარებას და რეაგირებას ითხოვენ.
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...