მთავარისიახლეებისამართალიშს სამინისტრომ პრევენციის მიზნით დაიწყო საპოლიციო კონტროლის განხორციელება ყველა რეგიონში, მათ შორის...

შს სამინისტრომ პრევენციის მიზნით დაიწყო საპოლიციო კონტროლის განხორციელება ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის მიზნით, ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში საპოლიციო კონტროლის განხორციელება დაიწყო, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საპოლიციო კონტროლის შედეგად უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი. 

”მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, დილის 08:00 საათიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ტერიტორიული დანაყოფის თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. დაკავებულია 10 პირი, აქედან 6 წარსულში ნასამართლევია. დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 1 ავტომატი, 6 პისტოლეტი, 7 სანადირო თოფი, 3 შაშხანა, ორი გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 საიგის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 ხელყუმბარა, 4 კოჭა ტროტილი, 1 ცეცხლგამტარი ზონარი და 1095 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: 7 შეკვრა ჰეროინი, 20 გრამამდე სითხე და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები”, – განაცხადა ჭელიძემ. 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კონტროლის პროცესში, რაც  რიგ შემთხვევაში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას, ე.წ. რეიდს  ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 6 პირი, ასევე, დაკავებულია 2 ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები, ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღები: 12 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი, 1124 ვაზნა. გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, მათ შორის ცივი იარაღის ტარების ფაქტი.
 
,,საპოლიციო კონტროლი პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე ხორციელდება და  ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას”, – აცხადებენ სამინისტროში.
 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...