ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ლევან ჯანაშია ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.მისი თქმით, არჩევნების პირველი ტურის წარმართვის პროცესი მისთვის მიუღებელია, რის გამოც არჩევნების შედეგები ბათილად უნდა იყოს ცნობილი. „ბუნებრივია, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებ. ჩვენ არ ვეთანხმებით პირველი ტურის წარმართვის პროცესს და არჩევნების შედეგი ბათილად უნდა იყოს ცნობილი. ამის გასაჩივრებას სასამართლოში ვაპირებთ. შესაბამისად, მეორე ტურში მონაწილეობაზე არავითარი საუბარიც არ გვაქვს“, – განცხადა ლევან ჯანაშიამ. "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური დღეს, 15:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატების მიერ მოპოვებული ხმათა რაოდენობა პირველი ტურის არჩევნებში ასეთია: ასათიანი დავითი -1128 ხმა, ჯანაშია ლევანი – 632 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ებრალიძე დავითი – 31 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; გაგნიძე გრიგოლი – 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა.
სიახლეები
პოლიტიკა
“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე
ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა.
"ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...
სამართალი
რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა
სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...
პოლიტიკა
ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე
"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...
სიახლეები
თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს
25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...