საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი კომერციული მოსყიდვის თაობაზე ბრალს არ აღიარებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატმა თამარ აბესაძემ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. უფლებადამცველი მის დაცვის ქვეშ მყოფ ორივე პირს ესაუბრა და განაცხადა, რომ დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ 12:00 საათზე წარუდგენენ. ადვოკატის თქმით, კვარაცხელიაც და დათიკაშვილიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კონკრეტული პირის მიერ არის პროვოცირებული, თუმცა, მის ვინაობას ადვოკატი არ აკონკრეტებს."დანაშაული პროვოცირებულია. ყველა გარემოების გამოკვლევა ჩატარდება. ვიცით ის პირი, ვინც პროვოცირება მოაწყო აღნიშნულის და მას რაში აწყობდა ასეთი, რამ ეს საკვლევია. ვერ გეტყვით, თუ ვიზეა საუბარი, მოქალაქეა თუ ჩანერგილი პირი, ამას დავადგენთ ჩვენ თვითონ გამოძიების მასალებით", – განაცხადა ადვოკატმა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს.
სიახლეები
სიახლეები
გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს
გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...
სიახლეები
“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...
სიახლეები
კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი
2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...
სიახლეები
გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა
უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...