მთავარისიახლეებიპოლიტიკაპეტრო პოროშენკოს განკარგულებით მოსამართლე ცოკოლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

პეტრო პოროშენკოს განკარგულებით მოსამართლე ცოკოლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

Published on

პეტრო პოროშენკოს განკარგულებით მოსამართლე ცოკოლის წინააღმდეგ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა,  სარჩელი შეიტანეს – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 
 
„დღეს გახდა ცნობილი, რომ მოსამართლე ცოკოლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც თქვა, რომ ჩემი საქმე ფალსიფიცირებულია, ფაქტები ერთმანეთს არ ემთხვევა და რომ პროკურატურა იტყუება. იმის გამო, რომ ლარისა ცოკოლმა სიმართლე თქვა სურთ მისი მოხსნა, მოგონილი, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით. მას რომ გაეკეთებინა ის, რაც პროკურატურას სურდა სხვაგვარად მოექცეოდნენ, მაგრამ ახლა დევნიან.
 
"გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიმართვა გაუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პეჩორის სასამართლოს ლიკვიდაციის მოთხოვნით. ეს იმიტომ, რომ სასამართლომ გამათავისუფლა. ამით კი პრეზიდენტმა ყველა მოსამართლეს უთრა, რომ ჩვენ რეორგანიზაციას ვიწყებთ და არცერთი დარჩება მოსამართლედ თუ სააკაშვილს არ დაიჭერენ. ეს ჩვენს თვალწინ ხდება. მოსამართლე ცოკოლმა დაწერა სიმართლე, თქვენ კი მოატყუეთ საზოგადოება, ამაზე პასუხს აუცილებლად აგებთ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...