მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი თანამოაზრეებს სააპელაციო სასამართლოს პროცესზე მისვლისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი თანამოაზრეებს სააპელაციო სასამართლოს პროცესზე მისვლისკენ მოუწოდებს

Published on

სააპელაციო სასამართლოს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე მიხეილ სააკაშვილი პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გენერალური პროკურორი აცხადებდა მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის მტკიცებულებების არსებობის შესახებ, შუამდგომლობა არ შეიცავს არცერთ დოკუმენტს, რომელიც ეჭვის საფუძვლიანობას ადასტურებს.მიხეილ სააკაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. „პეჩორის სასამართლოს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ ამბობს, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე არის გაყალბებული, არ არსებობს რეალური მტკიცებულებები და ამ საქმეში ბევრი შეუსაბამობაა. პროკურატურა კი, დავალების შესაბამისად მოქმედებს. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდათ შინა პატიმრობა მომისაჯონ. შემდეგ კი, პუტინის დაკვეთით, საქართველოში, „გაზპრომის“ უდიდეს მეწილესა და რუს ოლიგარქთან ჩემი ექსტრადირება მოახდინონ," – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა ასევე, თანამოაზრეებს სააპელაციო სასამართლოს პროცესზე მისვლისკენ მოუწოდა. "მინდა მივმართო მომხრეებსა და ყველას, ვისაც ადარდებს უკრაინის ბედი, მე აქ დარჩენა გადავწყვიტე, რადგან უკრაინის მომავლის მჯერა. იმისთვის, რომ ბრძოლის გაგრძელება შევძლო, მინდა რომ სააპელაციო სასამართლოსთან მოხვიდეთ და მხარი დამიჭიროთ," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

კაია კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

"ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს"- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო...

სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობაზე

ბელგია, ბრიუსელი - სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატების, მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი...

ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ...