მთავარისიახლეებიპოლიტიკათქვენი პრემიერობის პირობებში ხალხი საჭმელს ბუნკერში ეძებს, მაშინ, როცა მთავრობა ამტკიცებს, რომ...

თქვენი პრემიერობის პირობებში ხალხი საჭმელს ბუნკერში ეძებს, მაშინ, როცა მთავრობა ამტკიცებს, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს- ირმა ინაშვილი პრემიერს

Published on

თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში რამდენიმე კაცმა საქართველოს პარლამენტი ერთი პარტიის პარლამენტად აქცია, – ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წარმომადგენელმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა მიმართა. მისი თქმით, ეს ადამიანები პოლიტიკური ბიოგრაფიით გამორჩეული პირები არ არიან და არასდროს იდგნენ იქ, სადაც ქვეყანას უჭირდა. ირმა ინაშვილმა ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე და ვანო ზარდიაშვილი დაასახელა. ინაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს ასევე მიმართა, რომ მისი პრემიერობის პირობებში გიგა ბოკერია, როგორც პოლიტიკოსი გაცოცხლდა და მისი პარტია მძლავრ პარტიად ჩამოყალიბდა. ”ნამდვილი ოპოზიცია, რომელიც კომპეტენტურ კითხვას სვამს – ვართ ჩვენ. მაგრამ თქვენ სტრატეგიულ მოკავშირედ ბოკერიებს ასახელებთ. ჩვენ სხვებისგან განსხვავებით უმადური ხალხი არ ვართ. ვხედავთ იმ კარგსაც, რაც გაკეთდა. მაგრამ დღის წესრიგიდან თქვენი მოხსნის მოთხოვნა არ მოგვიხსნია. ამას იმიტომ ვითხოვთ, რომ თქვენი პრემიერობის პირობებში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, მიუღებელია. მართვის სადავეები ხელში აქვს რამდენიმე კაცს, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს ოპოზიცია. არ არის ხედვა, მენეჯმენტი. არ არსებობს სახელმწიფოებრივად გააზრება, თუ რა არის ოპოზიცია. ეს ადამიანები არც პოლიტიკური ბიოგრაფიით არიან გამორჩეული და არასდროს იდგნენ იქ, სადაც ქვეყანას უჭირდა. მათ ბიოგრაფიაში ასეთი ეპიზოდები არ არის”, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილს ირმა ინაშვილმა. მან ყურადღება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზეც გაამახვილა და გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ მისი პრემიერობის პირობებში ხალხი საჭმელს ბუნკერში ეძებს, ღიად ამბობს, რომ შია, მაშინ, როცა მთავრობა ამტკიცებს, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს. ”თქვენ ვერ უზრუნველჰყოფთ კეთილდღეობას მოქალაქეებისთვის და ვერ გაართვით ამას თავი”, – მიმართა კვირიკაშვილს ირმა ინაშვილმა. 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...