მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერი სიმძიმის ცენტრის რეგიონებში გადატანას გვპირდება, იმედია, არა გინებისა, არამედ გადაწყვეტილების მიღებისა

პრემიერი სიმძიმის ცენტრის რეგიონებში გადატანას გვპირდება, იმედია, არა გინებისა, არამედ გადაწყვეტილების მიღებისა

Published on

უახლოეს მომავალში წარვსდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ მეტ დეცენტრალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი კვირიკაშვილმა  პარლემენტის რიგგარეშე სხდომაზე
 
მისი  თქმით, ხელისუფლებისათვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატეგიული ხაზია. 
 
”ჩვენ, საპარლამენტო კოლეგებთან ერთად, უახლოეს მომავალში წარვსდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ კიდევ უფრო მეტ დეცენტალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას. ასევე, ჩვენ გვინდა, ფინანსების განაწილების დროს რეგიონებს გაცილებით მეტი დაფინანსება ჰქონდეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო კვალიფიციური ადამიანური რესურსი იქნას მოზიდული და ადგილზე კიდევ უფრო მოცულობითი პროექტები განახორციელონ. საჭიროებები, რომელიც რეგიონებში არსებობს ყველაზე კარგად ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იციან. თითქოს ეს ბანალური შეჭმარიტება საკმაოდ რთულია განსახორციელებლად. გვექნება 10-წლიანი სტრატეგია, ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ გავზარდით მშპ-ში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, რათა ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების მიმართულებით აბსოლუტურად ევროპულ დონეზე ავიდეთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 
 
გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” აცნობს. 

სიახლეები

ბათუმში, “ოცნების ქალაქში”, წყლით სავსე თხრილში 5 და 7 წლის ბავშვები ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის მიმდებარედ, სამშენებლო მოედანზე, სადაც ხშირად თამაშობენ ბავშები, უბედური შემთხვევა მოხდა:...

ჯო უილსონი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მხარეებს...

ჯო უილსონმა კაია კალასთან პუტინის ალიანსის, მათ შორის, ივანიშვილის დამარცხების გზები განიხილა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების...

ზელენსკი ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის ინიციატივით გამოდის

ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დრო დადგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის...