მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ

პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ

Published on

 მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი . 
 
საფინანსო-საბიუჯეტო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის, აგრარულ საკითხთა და რეგიონულური პოლიტიკისა და თვითმმართველობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შესაბამისი პროფილის მინისტრების მოსმენა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 
 
მინისტრის პოსტებზე წარდგენილმა პირებმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრეს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხეს. 
 
რაც შეეხება ოპოზიციას, ცნობილია, რომ იგი უარს ამბობს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობის  მხარდაჭერაზე. საპარლამენტო  უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ ახალი  შემადგენლობა ეფექტური არ იქნება და ამას მინისტრების წარსული საქმიანობით ხსნიან.  
 
„გაურკვეველია, ეს ერთწლიანი ძალიან სწრაფი ცვლილება და უცნაური სახის ფაქტთან გვაქვს საქმე. მეორე, ისევ ეხება ფინანსთა მინისტრს, იქ დაინიშნა ადამიანი, რომლის ხელშიც რკინიგზა მივიდა კატასტროფამდე. ეს არის საქართველოში ყველაზე ჩამორჩენილი და გაკოტრებული უწყება და ამის ხელმძღვანელს ნიშნავენ ფინანსთა მინისტრად,“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
 
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ქვეყანაში, მცირე ბიზნესისთვის გადასხადების დაწევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 
„ჩვენი მთავარი კითხვა არის, რატომ არ ამცირებენ გადასახადებს იმ პირობებში, როდესაც ძალიან უჭირს მცირე და საშუალო ბიზნესს,“ – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
 
 


 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...