მთავარისიახლეებისაზოგადოებაობიექტების ჩამონათვალი თბილისსა და რეგიონებში, სადაც ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა.

ობიექტების ჩამონათვალი თბილისსა და რეგიონებში, სადაც ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა.

Published on

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხენის ხორცის უკანონო რეალიზაციის ათზე მეტი შემთხვევა გამოავლინა.
 
ამასთან, გამოვლენილია ვირის ხორცის რეალიზაციის ერთი ფაქტი.
 
კვლევის შედეგად გამოვლინდა 12 დარღვევა, კერძოდ, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყო საქონლის ან ღორის ხორცი და შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ხოლო ერთ შემთხვევაში – ვირის ხორცი. გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. მათ საეჭვოდ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ.
 
გთავაზობთ ობიექტების ჩამონათვალს თბილისსა და რეგიონებში, სადაც ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა.
 
თბილისი
 
შპს „იბერია“ – საქონლის ხორცის „ბასტურმა“;
 
შპს „ნავთლუღის სავაჭრო შემსყიდველი საწარმო“ – საქონლის ხორცის ბასტურმა;
 
ი/მ ოთარ ხარშილაძე, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სასადილო – კატლეტი;
 
შპს „იმედი 2012“, საცალო ვაჭრობის პუნქტი, გლდანის მე-8 მიკრორაიონი, მე-9 კორპუსი – გაყინული ქაბაბი;
 
შპს „გემო ნახე“, სამგორის ზედა ამოსასვლელი – გაყინული გუფთა;
 
რეგიონები
 
შპს „მეგა“, მარკეტი ბათუმში, ანგისის ქ. 2 – გაყინული ქაბაბი;
 
ი/მ თეიმურაზ ნიაზაშვილი, გორი, შინდისის გზატკეცილი 7 – გაყინული ხინკალი;
 
ი/მ იასონ გავაშელი , ონი , აღმაშენებლის 56 – გაყინული ქაბაბი;
 
ი/მ გივი მაისურაძე, ონი, აღმაშენებლის 54 – ქაბაბი
 
კაფე-ბარი „ჩვენებურები“, ბათუმი, მაიაკოვსკის 1 – ფარში (კოტლეტი);
 
აგრარული ბაზარი, ბათუმი, ი/მ ბაკური – ფარში;
 
მარკეტი ქარელი, სტალინის ქ. 40 – ხინკალი „რაჭა“;
 
სასადილო „მაკრატელა“ ქარელი, ნინოშვილის ქ. 22 – საქონლის ხორცის „ოსტრი“.
 
კვლევის შედეგად, ვირის ხორცი ერთ ობიექტში აღმოჩნდა. კერძოდ, შიდა ქართლში, ი/მ,,შალვა არჩვაძის” საზკვების ობიექტში გასაყიდად გამოტანილ „ოსტრში“.

სიახლეები

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა. მოსამართლემ,...

“ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება” – დენბერი ამაღლობელის საქმეზე

"ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს...

“რუსეთმა, კურსკის რეგიონში, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კვლავ შეიყვანა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კვლავ შეიყვანა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში და...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებით, ოლიგარქის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მას ერთობლივ სამუშაო ჯგუფში...