მთავარისიახლეებისაზოგადოებაკომპანია „სიტროენ საქართველო“ არ შეიძლება დაკავშირებული იყოს „სიტროენის“ ბრენდთან

კომპანია „სიტროენ საქართველო“ არ შეიძლება დაკავშირებული იყოს „სიტროენის“ ბრენდთან

Published on

საქართველოში საფრანგეთის საელჩო კომპანია „სიტროენ საქართველოსთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია „სიტროენ საქართველო“ არ შეიძლება დაკავშირებული იყოს „სიტროენის“ ბრენდთან, ვინაიდან არ იყო და არც არის სამართლებრივი კავშირი Automobiles Citroen SA და ამ იურიდიულ პირს შორის. 
 
 
„აღნიშნული იურიდიული პირი არ იყო და არ არის სამართლებრივი წარმომადგენელი, უფლებამოსილი იმპორტიორი ან მიმწოდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. Automobiles Citroen SA უარყოფს ნებისმიერ კავშირს კომერციულ შეთავაზებებთან, რომელიც გაკეთებული იყო კომპანია „სიტროენ საქართველოს“ მიერ საჯარო ბაზრების კონტექსტში“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...