მთავარისიახლეებისაზოგადოებაინგირიდან ასწლოვანი მუხის გადასატანად ანაკლიის ზღვაზე რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს

ინგირიდან ასწლოვანი მუხის გადასატანად ანაკლიის ზღვაზე რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს [Video]

Published on

შეკვეთილში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ზუგდიდიდან ასწლოვანი მუხის გადატანა ანაკლიის ზღვიდან იგეგმება. კომპანია „ზიმოს“  წარმომადგენლები ანაკლიაში უკვე რამდენიმე დღეა სანაპიროდან ბარჟის გასაყვანად სამუშაოებს აწარმოებენ.
 
ადგილზე რამდენიმე ერთეული სპეც ტექნიკა მუშაობს.კომპანია ზიმოს წარმომადგენლებმა თავიდან განაცხადეს, რომ სამუშაოები ნაპირის გასამაგრებლად მიმდინარეობს, თუმცა საბოლოოდ არც უარყვეს, რომ აქედან ხის გადატანა მოხდება.
 
 
ინგირში, ჭეჟიების ოჯახში საუკუნოვანი მუხის გარშემო ფუნდამენტის ამოღება ოქტომბერში დაიწყეს. უკვე ცნობილია, რომ ყოფილი პრემიერი გიგანტური ხის წაღებას დენდროლოგიურ პარკამდე საზღვაო ბარჟით აპირებს. რა პერიოდში მოხდება ხის გადატანა, ჯერჯერობით უცნობია. ამაზე არც ის კომპანია საუბრობს, რომელიც ამჯერად სამუშაოებს ასრულებს.
 
კომპანია „ზიმო“ ერთადერთია, რომელიც ივანიშვილის ხეებისთვის  ზღვიდან ბარჟის გადასატან სამუშაოებს მთელ საქართველოში აწარმოებს.ადგილობრივები ზღვის სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ  ნადგურდება ინფრასტრუქტურა  და ეკოლოგიური ზიანის საშიშროებაც არსებობს. ანაკლიელების განმარტებით, ზღვიდან ხის გატანის უფლებას ყოფილ პრემიერ-მინისტრს არ მისცემენ.
 
 
 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...