მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მივიდა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მივიდა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციურ ძალთა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მივიდა.  თუმცა, პროკურორთან დაკითხვაზე არ შევიდა. იგი  გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
მიხელ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული და მიზანი, მისი პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვაა. 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს, არის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფალსიფიცირებული. სააკაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არა პროკურატურაში, არამედ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ან სასამართლოში უნდა დაიბარონ დაკითხვაზე. 
 
მისივე თქმით, გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო ასრულებს პეტრო პოროშენკოს მითითებებს.
 
მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს სააკაშვილის საქმის პროკურორი გამოვიდა მასთან და მიუთითა, რომ საერთოდ არ უნდა ისაუბროს მან მედიის წარმომადგენლებთან. მიხეილ სააკაშვილმა საქმის პროკურორსაც განუცხადა, რომ მზადაა ჩვენების მისაცემად, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ შესაბამის უწყებებში გამოიძახებენ. 
 
სააკაშვილის თქმით, ყველა მტკიცებულება და დოკუმენტი, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეშია, ფალსიფიცირებულია.
 
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უშუალოდ ასრულებს რუსეთის პრეზიდენტის მითითებებს. სააკაშვილის შეფასებით, მას ებრძვიან იმის გამო, რომ სიმართლეს ლაპარაკობს. 
 
 .
 
 
უწყების ინფორმაციით, სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით უნდა დაკითხონ.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...