მთავარისიახლეებიუკრაინაუკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მალდივის კუნძულებზე ერთწლიან დასვენებას სთავაზობს

უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მალდივის კუნძულებზე ერთწლიან დასვენებას სთავაზობს

Published on

 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას  უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ შესთავაზა ერთი წლით მაინც, 2019 წლამდე   დატოვოს უკრაინა.
 
,,ისინი მეუბნებიან – „თუ არ გინდა დიდი უბედურება გადაგხდეს, გიყიდით ბილეთს ნიდერლანდებში ან თუნდაც  ერთწლიან საგზურს მალდივებზე, ოღონდ თავი დაგვანებე“ – განაცხადა  მან ტელარხ NewsOne-ს გადაცემაში ,,უკრაინული ფორმატი''. ინფორმაცია ამის შესახებ არხის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. 

აი, გუშინ იური ლუცენკომაც განაცხადა: ჩვენ მას დავაპატიმრებთ ან  შეუძლია თვითონ დატოვოს ქვეყანა, მაგრამ თუ  ამას არ გააკეთებს, ჩვენ მას საქართველოს გადავცემთ. … ანუ ამბობს, რომ სახელმწიფო დამნაშავე ვარ, მაგრამ შემიძლია დავტოვო ქვეყანა.   სადმე გინახავთ ასეთი იურიდიული პრეცედენტი  – კაცს ბრალად ედებოდეს უძიმესი დანაშაული და ქვეყნის თავისუფლად დატოვებას ან სხვა ქვეყანაში ექსტრადირებას სთავაზობდნენ? 
 
როგორც  NewsOne იუწყება, სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ თავადაც არ იცის, რას აკეთებს. 
,,მე არ მეშინოდა. მათ შეეძლოთ მშვიდად დავეკავებინეთ  ნებისმიერ ქუჩაზე და წავეყვანეთ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მაგრამ  კარები შემომიმტვრიეს, გინებით მომივარდა  ბინაში 200 კაცი, შემდეგ კი 300 კაცი ცდილობდა ჩემს წაყვანას ციხეში, მეჯაჯგურებოდნენ, ხელებს მიგრეხდნენ, მაგინებდნენ… .მაგრამ ისინი ვერ დამამცირებენ, თუ თავად არ დავიმცირე თავი. არ მეშინოდა'' – განაცხადა მან
 

სიახლეები

მოსამართლე გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარი 2 წლით ციხეში გაუშვა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს პატიმრობა მიუსაჯა. მან ბრალი 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება...

სამუდამო პატიმრობაც რომ მოგვისაჯოთ, იქაც თავისუფლები ვართ – ჯანო არჩაიას საბოლოო სიტყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვით...

თავი აწიეთ და იარეთ ამაყად, სწორ მხარეს ვართ – ონისე ცხადაძის საბოლოო სიტყვა

აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებულები მოსამართლეს...

ნუღა აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში იღებთ მონაწილეობას -ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეებს

„ერთი რამ მაინტერესებს, ვერ ვხვდები, თუ ამ ადამიანებს არ დაუმტკიცდათ ორგანიზება ამდენი თვის განმავლობაში...