მთავარისიახლეებისამართალიირაკლი ჩხვირკია: პოლიტიზირებულ სასამართლოში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ადვოკატების ყოფნას ზრი არა...

ირაკლი ჩხვირკია: პოლიტიზირებულ სასამართლოში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ადვოკატების ყოფნას ზრი არა აქვს

Published on

ირაკლი ჩხვირკიამ, რომლსაც ბათუმის მოვლენებში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის ბრალდებით არის დაკავებული,  დღეს  სასამართლოს ადვოკატების აცილების თაობაზე  მიმართა.
ირაკლი ჩხვირკიას განცხადებით, პოლიტიზირებულ სასამართლოში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და იგი ადვოკატების ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს.  მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჩხვირკიას მოთხოვნა დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო პროცესებზემას  ადვოკატები აღარ დაიცავენ.
 
"ადვოკატების კვალიფიკაციაზე პრეტენზია არ მაქვს და არ მინდა, რომ მათ კარიერაში წაგებული საქმე იყოს",- განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ. 
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პროკურორმა რამაზ შავაძემ. "თუკი ადვოკატები ჩამოცილდებიან, ბრალდების მხარე უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუმცა ამის სურვილი არ გვაქვს",- აცხადებს პროკურორი რამაზ შავაძე. 
 
ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მოვლენებზე ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის სასამართლოს პროცესი მიმდინარეობს. დღეს ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაიკითხებიან. მომდევნო სასამართლო პროცესებზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. 
 
პროკურატურა მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...