მთავარისიახლეებისაზოგადოება„დღესაც იმ პოზიციაზე ვარ, რაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებისას მქონდა და ვერ...

„დღესაც იმ პოზიციაზე ვარ, რაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებისას მქონდა და ვერ ვიქნები ამ საბჭოს წევრი“- ეკა მინჯორაია

Published on

ზუგდიდის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ცენტრის კოორდინატორი ეკა მინჯორაია მერიის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრობაზე უარს ამბობს. მინჯორაია, რომელმაც   წინა სათათბირო სხვა, რამდენიმე წევრთან ერთად თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების გამო 2017 წლის 22 მაისს პროტესტის ნიშნად დატოვა, ამბობს, რომ მთავარი მიზეზი უარის თქმის, ამჯერადაც ეგაა. „ეს იყო გაუგებრობა, მე ვიმყოფებოდი უცხოეთში და როგორც ამიხსნეს, მერმა გამომიცხადა ნდობა, დიდი მადლობა ამისთვის, თუმცა არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს ასე. ჟურნალისტებისგან გავიგე ამის შესახებ, არაფერი ვიცოდი და ცოტა არ იყოს ძალიან აღვშფოთდი.დღეს შემომთავაზეს მერიიდან თანხმობა წევრობაზე, თუმცა მე უარი განვაცხადე“- ამბობს ეკა მინჯორია.  „იდიშინიუსის“ კითხვაზე უკაშირდება თუ არა ეს უარი იმ ფაქტს, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების პერიოდში მან პროტესტის ნიშნად დატოვა მრჩეველთა საბჭო რამდენიმე სხვა წევრთან ერთად, ეკა მინჯორაიამ გვიპასუხა, რომ „დიახ, რა თქმა უნდა, რადგან დღესაც ვიზიარებ იმ პოზიციას და ვერ ვიქნები მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მე წარმოვადგენ განსაკუთრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციას, რომელიც ნეიტრალურ სივრცეს უთმობს ყველა მხარეს და გვიკავია აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიცია, გარდა ამისა, ძალიან  დრო წამართვა ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ამან და ყველაფერი ერთად უკვე არის იმის მიზეზი რომ უარი ვთქვა წევრობაზე, თუმცა მე, როგორც ზუგდიდელი და ჩემი ქალაქის გულშემატკივარი, ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას ზუგდიდის განვითარებაში.“- განაცხადა ეკა მინჯორაიამ. მერის სათათბირო ორგანო სამოქალაქო მრჩეველთა ახალი საბჭო პირველ სხდომაზე 27 ნოემბერს შეიკრიბა. სულ საბჭოს შემადგენლობაში 15 ზუგდიდელი შედის.
 

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...