მთავარისიახლეებისაზოგადოებაფონდ ”იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დაკითხვაზე დაიბარეს

ფონდ ”იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დაკითხვაზე დაიბარეს

Published on

ფონდ ”იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დაკითხვაზე დაიბარეს. იგი 13 დეკებერს უნდა გამოცხადდეს პროკურატურის საგამოძიებო უწყებაში.პროკურატურის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე გამოკითხვაზე ”იავნანას” მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზეა დაბარებული. 

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი აცხადებს, რომ  ტელეფონით ესაუბრა პატა ბურჭულაძეს, რომელიც  ამჟამად არ იმყოფება საქართველოში. მისი თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფი  მზად არის გადადოს თავისი ყველა კონცერტი და პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩამოვიდეს საქართველოში. ოღონდ ეს მოხდება არა 13 დეკემბერს, არამედ თვის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში. ამასთან პატა ბურჭუაძეს სურს გამოკითხვა მოხდეს სასამართლოში, რის უფლებასაც კანონი აძლევს. მ

სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ფონდ ”იავნანას” საქმიანობაში არანაირი დანაშაული და დარღვევა არ არსებობს. 
 
”იგი მზად არის მთელი თავისი შესაძლებლობით ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მე ჩემი პრაქტიკის განმავლობაში არასდროს მინახავს, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც საკითხთან არანაირი შეხება არ აქვს, განცხადება შეეტანოს საგამოძიებო ორგანოში ტელევიზიაში ნანახი სიუჟეტის საფუძველზე. ეს უკვე საეჭვო ფაქტია”, – განაცხადა ბარათაშვილმა. 
 პაატა ბურჭულაძის გამოკითხვაზე დაბარების საკითხზე კომენტარი გააკეთა ფონდ "იავნანას" აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ახალაიამაც. 
 
"ფონდ იავნანას დაარსებიდან 2018 წლის 28 იანვარს 14 წელი შესრულდება. ამ წლების მანძილზე ფონდის საქმიანობა ყოველთვის იყო გამჭვირვალე და ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ანგარიში ბარდებოდა ყველა შესაბამის ორგანოს, სახელმწიფოს მხრივ ფონდის საქმიანობის გარშემო არასოდეს არსებობდა რაიმე ტიპის სადაო თემა ან თუნდაც შეკითხვები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, გადავეცით მათ მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი და ობიექტური პროცესი ნათელს გახდის ყველაფერს და უპირველესად, იმ უტყუარ ფაქტს, რომ ფონდი "იავნანა" ყოველთვის კეთილსინდისიერად ემსახურებოდა თავის საქმეს", – განაცხადა გურამ ახალაიამ. 
 
 

სიახლეები

მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა

მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა. უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს...

სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო....

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი მივიდა

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკვე მივიდა - სალომე ზურაბიშვილი 14 თებერვალს...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 19 მაისს სენაკში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 19 მაისს სენაკში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო...