მთავარისიახლეებიპოლიტიკაიულია ტიმოშენკო: ,,თუ უკრაინაში არსებობს სასამართლო, მიხეილ სააკაშვილი ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების...

იულია ტიმოშენკო: ,,თუ უკრაინაში არსებობს სასამართლო, მიხეილ სააკაშვილი ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე უნდა გაათავისუფლონ დარბაზიდან

Published on

უკრაინელი ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ. მათ რამდენიმე წუთის წინ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლიც მიხედვითაც ისინი თავდებში უდგებიან ოდესის ყოფილ გუბერნატორს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
 
რადას დეპუტატის, იური დერევიანკოს თქმით, რადას 12 დეპუტატი მზად არის მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგეს, რათა დარბაზიდანვე გაათავისუფლონ. ამ დეპუტატებს შორის არიან იულია ტიმოშენკო, დერევიანკო.ვიქტორ ჩუმაკი, ვიტალი კუპრიი, დიმიტრი დობროდომოვი, ნატალია ნოვაკი, , ალიონა შკრუმი, ალექსანდრე ოპანასენკო, პაველ კოსტენკო, ეგორ სობოლევი, ივან კრულკო და ალექსეი რიაბჩინი.
 
პარტია“ ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ესწრება, განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს.
 
იგი  აცხადებს, რომ თუ უკრაინაში არსებობს სასამართლო, მაშინ მიხეილ სააკაშვილი ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე უნდა გაათავისუფლონ დარბაზიდან.
 
„ასეთი სასამართლო გარჩევების და ასეთი პროკურორების პირობებში, უკრაინის პრეზიდენტი არცხვენს უკრაინას და ამიტომ, აუცილებლად დადგება იმ თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც მართავენ აბსოლუტურად უსაფუძვლო სასამართლო პროცესს. გარდა ამისა, თუ უკრაინაში არსებობს სასამართლო, მაშინ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვან დარბაზიდან სახლში. ნებისმიერი აღკვეთის ღონისძიების გარეშე,“ – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
 
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. მხარეებმა უკვე წარმოადგინეს შესაბამისი შუამდგომლობები. ამ წუთებში მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.  

 
 

სიახლეები

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...

ყალბ ფხვნილებს ამზადებდნენ და ცნობილი ბრენდების სახელით ყიდდნენ-დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქვემო ქართლში ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინეს. საქმეზე...

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ირაკლი მხეიძეა |...