მთავარისიახლეებისაზოგადოებაადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა ყველაზე მეტი 1128 ხმა მიიღო

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა ყველაზე მეტი 1128 ხმა მიიღო

Published on

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო. დავით ასათიანის შემდეგ ხმების რაოდენობით ლევან ჯანაშია მოდის.ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო.„მინდა აღვნიშნო, რომ იმ მაღალი აგრესიულობის ფონზე, რომელიც ამ არჩევნებზე იყო, ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი და ჩვენი გუნდის. ჩვენ დაველოდებით საბოლოო შედეგს. კანონი იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, მაგრამ პროფესიული ინტერესებიდან, ადვოკატთა ასოციაციის კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მაინც არ გადავიტანთ ამ ინტერპრეტაციის საკითხს სასამართლოში და თუ საჭირო გახდა, გავალთ მეორე ტურში და გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ასათიანმა.ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი დაინიშნება თუ არა მეორე ტური თავმჯდომარის ასარჩევად.მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი დაინიშნება მეორე ტური, მასში მონაწილეობას, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...