შენობასთან, სადაც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ნაციონალური გვარდიისა და სამართალდამცველების მობილიზება ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედი ავრცელებს.
როგორც „hromadske.ua“-ს კორესპოდენტი იუწყება, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სამართალდაცმველებს კოლონები აქვთ მოწყობილი. გადაკეტილია გარკვეული ქუჩები. მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას