მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ამგვარი მოპყრობა უკანონო და მიუღებელია“, - აცხადებს სანდრა რულოვსი.

,,პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ამგვარი მოპყრობა უკანონო და მიუღებელია“, – აცხადებს სანდრა რულოვსი.

Published on

ამჟამად ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინის ხელისუფლების უაღრესად ლაჩრული საქციელისა –  წერს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ტავისპირად ფეისბუქ გვერდზე , მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.  .
 
„ახლა, როცა ჩემი მეუღლე დაკავებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ, რომ დავიცვათ მისი იდეალები.
 
აშკარაა, რომ მიშას დაკავებას მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს. მას ემუქრებოდნენ იმ მომენტიდან, როცა, დაახლოებით 1 წლის წინ, ის ოპოზიციაში გადავიდა. ამ საფრთხეების მიუხედავად, მან მაინც გადაწყვიტა დაბრუნებულიყო პოლონეთიდან უკრაინაში და გაეგრძელებინა დაუღალავი ბრძოლა უკრაინისთვის.
 
რამდენიმე წლის წინ, მიშა თავად უკრაინის ხელისუფლებამ მიიწვია უკრაინაში, რათა გაეკეთებინა ის, რაშიც ის საუკეთესოა – ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ამგვარად გამოთავისუფლებული რესურსები მიემართა ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების განსახორციელებლად, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის სწრაფ განვითარებას გამოიწვევდა. მას ეს გაკეთებული აქვს საქართველოში და შეუძლია ამის გაკეთება უკრაინაში, იგივე, თუ მეტი წარმატებით არა – რამეთუ უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. უკრაინის წარმატება კი საქართველოს წარმატებაცაა.
 
როგორც გაირკვა, უკრაინის პრეზიდენტი და მისი კაბინეტის წევრები არ აღმოჩნდნენ მზად საჭირო რეფორმების გასატარებლად და ქვეყანაში მოდებულ კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლისთვის. მიშა სწრაფად უახლოვდებოდა მათ ბიზნეს ინტერესებს და მათ მრავალმილიარდიან იმპერიებს. შესაბამისად, მას ებრძოდნენ და მის ინიციატივებს ბლოკავდნენ. როცა მან ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა, უკრაინის პრეზიდენტმა მიშას იმ მომენტისთვის მისი ერთადერთი – უკრაინული – მოქალაქეობა წაართვა.
 
ამჟამად ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინის ხელისუფლების უაღრესად ლაჩრული საქციელისა: მოქალაქეობაჩამორთმეული პირის დაკავება შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, რომელთა ერთადერთი მიზანი მისი გაჩუმებაა. ეს ვერ იმუშავებს. უკრაინელები საერთაშორისო მხარდაჭერით აუცილებლად დაადასტურებენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ამგვარი მოპყრობა უკანონო და მიუღებელია“, – აცხადებს სანდრა რულოვსი. 

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...

პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილს სპეკულაციურს უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ლიდერი,...

ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს...

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...