მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი საკანში მარტო იმყოფება, თან შიმშილობს, თან მუშაობს და მხნედ...

მიხეილ სააკაშვილი საკანში მარტო იმყოფება, თან შიმშილობს, თან მუშაობს და მხნედ არის

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავს ნორმალურად გრძნობს და  ფსიქოლოგიურად მხნედ არის – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი. – გუშინ მასთან რამდენჯერმე დაგვჭირდა   ექიმის გამოძახება, რადგან მძიმედ არის გაციებული და თავს ცუდად გრძნობდა, გარდა ამისა, გუშინ ზედმეტად ინერვიულა, მაგრამ დღეს უკვე თავს უკეთ გრძნობს. 
 
რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს,   “ჩვენ ვესაუბრეთ ექიმს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ იგი მარტოდენ წყალს სვამს. ასეთია მისი სურვილი . მიშას ეს სურვილი  სააკაშვილი ”, – დასძინა ჩერნოლუცკიმ. 
 
რაც შეეხება პირობებს, ჩერნოლუცკის თქმით, სააკაშვილი ნორმალურ პირობებში იმყოფება. 
“მას იზოლატორში, ასე თუ ისე, ნორმალური პირობები შესთავაზეს. ის საკანში მარტოა. დღეს ჩვენ, ალბათ, ვერ შევალთ საკანში, მაგრამ ვცდილობთ ნივთები მაინც გადავცეთ”, – აღნიშნა მან  შუადღისას. 
ჩერნოლუცკის ამ განცხადების შემდეგ, საღამოს საათებში  უკრაინის რადას დეპუტატებმა იური დერევიანკომ და პაველ ბოგომაზოვმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დროებითი დაკავების იზოლატორში ტანსაცმელი, მედიკამენტები, წიგნები, რვეულები და კალმები მიუტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NEWSONE ავრცელებს.

 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება დიქტატორზე პოლიტიკურ გამარჯვებას ნიშნავს, – ამის შესახებ ტელეარხ NewsOne-ს ეთერში სააკაშვილის თანამებრძოლმა, პარტია ”ახალი ძალების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ განაცხადა. 
“მე ვთვლი, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ნებისმიერი ლიდერისთვის გამარჯვებას ნიშნავს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერი დიქტატორი პოლიტიკურ ოპონენტებს ასეთი მეთოდებით ებრძოდა, ამავდროულად, ამ ოპონენტებს საკუთარი ყველაზე მთავარი და სერიოზული მეტოქის სტატუსით აჯილდოვებდა”, – განაცხადა საყვარელიძემ.
 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...