,,მე, ისევე როგორც თქვენ, არ მეშინია შეშინებული პრეზიდენტის, რომელმაც ხალხს მაიდანის გამარჯვება მოპარა, უღალატა მას და კონსტიტუციის გარანტიდან კორუფციის გარანტად იქცა, – ნათქვამია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„მე პუტინის არ შემეშინდა და მითუმეტეს არ შემეშინდება ამ ქურდბაცაცების . ჩემი ცხოვრება ეკუთვნი სუკრაინისა და საქართველოს ხალხს და კორუფციასთან ბრძოლას.
არ შეგეშინდეთ, ისინი ძალიან სუსტები არიან, მათ ეს ესმით და ამიტომაც ასე ეშინიათ. ისინი ვერ დაგვაშინებენ.
ყველას მოვუწოდებ, გარეთ გამოვიდნენ და ამ ბანდას აჩვენონ, რომ უკრაინის პატრონები არ არიან. უკრაინის პატრონი უკრაინელი ხალხია.
10 დეკემბერს, 12:00 საათზე, შევჩენკოს პარკში თითოეული უნდა მოვიდეს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.