მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი: მიშა ძლიერად გაგვიცივდა, მაგრამ კვირისთვის ყველანი ერთად მარშზე ვიქნებით...

სანდრა რულოვსი: მიშა ძლიერად გაგვიცივდა, მაგრამ კვირისთვის ყველანი ერთად მარშზე ვიქნებით ჩვეულ ფორმაში

Published on

სანდრა რულოვსი დარწმუნებულია, რომ 10 დეკემბრისთვის მიხეილ სააკაშვილი  გამოჯანმრთელდება-  ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი "ფეისბუქზე" წერს. 
 
"დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მართალია, მიშა წინა დღეებში ძლიერად გაგვიცივდა მაგრამ კვირისთვის, 10 დეკემბერს, 12 საათზე, ყველანი ერთად მარშზე ვიქნებით ჩვეულ ფორმაში, შევჩენკოს პარკიდან მაიდანამდე," – აღნიშნავს რულოვსი.
 
შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ავად გახდა.
"ის მართლაც ცუდად გრძნობდა თავს, როდესაც მისი დაკავება ხდებოდა. ის სახურავზე ყოფნისას გაცივდა და როგორც ვიცი, ხმა არ აქვს. გუშინ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. არის ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა რა სიმპტომები აქვს, არ ვიცი", – აღნიშნა გუშინ ადვოკატმა. 
 
ამ მიზეზით გუშინ მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა ვერ მიიღო აქციაში ღია ცისქვეშ, თუმცა თავისი კარვიდან კვლავ   მსოფლიო მედიის სტუმარი იყო. 
 
 

სიახლეები

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ბრალდებულის დედა Facebook-ზე წერს....

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...