მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მხარდამჭერებს მიმართა და გუშინ აქციაზე არყოფნის...

მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მხარდამჭერებს მიმართა და გუშინ აქციაზე არყოფნის მიზეზები განმარტა

Published on

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გუშინ გაციების გამო, კარვების ქალაქში არ გამოჩენილა, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მხარდამჭერებს მიმართა. „სამშაბათს მომხდარი მოვლენების გამო, ხმა დავკარგე, სიცხემ ამიწია, მაგრამ 10 დეკემბრის მარშისთვის პირობას ვდებ, რომ თქვენს გვერდით ვიქნები! კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ საოცარი მხარდაჭერისთვის! 10 დეკემბრამდე! შევჩენკოს პარკში ვიკრიბებით და მაიდანზე მივდივართ!“ – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა. გუშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ავად გახდა.„ის მართლაც ცუდად გრძნობდა თავს, როდესაც მისი დაკავება ხდებოდა. ის სახურავზე ყოფნისას გაცივდა და როგორც ვიცი, ხმა არ აქვს. გუშინ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. არის ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა რა სიმპტომები აქვს, არ ვიცი“, – აღნიშნა გუშინ ადვოკატმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...