მთავარისიახლეებისაზოგადოებამასწავლებლობა პრესტიჟულ პროფესიად უნდა ვაქციოთ, რომ პედაგოგი შემთხვევითი ადამიანი არ გახდეს- ფსიქოლოგი

მასწავლებლობა პრესტიჟულ პროფესიად უნდა ვაქციოთ, რომ პედაგოგი შემთხვევითი ადამიანი არ გახდეს- ფსიქოლოგი

Published on

თუ მასწავლებელი ბავშვთან ავტოკრატიული პრინციპებით მოქმედებს, ის კეთილგანწყობილი, გულთბილი ურთიერთობების დამყარებას ვერ ახერხებს, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები მრავლად არის. ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობისა და მისი შინაგანი ბალანსის ხელშეწყობა კი, ავტოკრატიული მიდგომებით ვერ ხდება“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე როგორ უნდა შემოწმდეს პედაგოგი, თუ რამდენადაა ის მზად ბავშვებთან მუშაობისთვის, თეა გოგოტიშვილმა განაცხადა, რომ მასწავლებლები კონკრეტულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდნენ, რასაც მასწავლებელთა გადამზადებისა და შეფასების კრიტერიუმებიც ითვალისწინებს.„სხვა საკითხია, ეს რამდენად ხერხდება, რამდენად მოტივირებული არიან მასწავლებლები, რომ ამ საკითხს ფორმალურად არ მიუდგნენ; სკოლაში ის მასწავლებელი მიდის, რომელიც მოწოდებით პედაგოგია თუ ის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ, სამუშაო სჭირდება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მასწავლებლობა პრესტიჟულ პროფესიად ვაქციოთ, რომ პედაგოგი შემთხვევითი ადამიანი არ გახდეს. არანაირი ტრენინგი არ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კარგი პროფესიონალი მივიღოთ, რადგან პროფესიონალიზმი მაღალკვალიფიციურ ცოდნასთან ერთად შინაგან მოწოდებას, პიროვნულ თვისებებსაც გულისხმობს“, – განაცხადა თეა გოგოტიშვილმა

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...