მთავარისიახლეებისაზოგადოებამსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების -...

მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების – 100 ლარი ეღირება.

Published on

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ფასები დადგინდა – მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერება  60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების – 100 ლარი ეღირება.
 
ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად.
 
ამასთან, გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები. უფრო კონკრეტულად კი, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 200 ლარი.. 
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება (ტექდათვალიერება) 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და შემდგომი ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.
 
2004 წლის შემდეგ რამდენჯერმე გადადებული რეფორმა საწყის ეტაპზე დიდი მოცულობის ძრავას მქონე ავტომობილებს შეეხება, შემდეგ კი ტექდათვალიერება ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის იქნება სავალდებულო
 
ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ინსპექტირება – იგივე ტექდათვალიერება – საქართველოში 2004 წელს გაუქმდა. მაშინ ითქვა, რომ ეს კორუფციული სისტემა იყო და ავტომობილებს რეალურად არავინ ამოწმებდა, თუმცა დღეს საქართველოს უკვე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს, რომ 2018 წლიდან ავტომობილების ტესტირება სავალდებულო გახდეს

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...