მთავარისიახლეებიმსოფლიო,,მიქსერი ტრამპი რეგიონს აჯანჯღარებს'' - რეჯებ თაიფ ერდოღანი

,,მიქსერი ტრამპი რეგიონს აჯანჯღარებს” – რეჯებ თაიფ ერდოღანი

Published on

,,ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. იერუსალიმის აღიარება ისრაელის დედაქალაქად  რეგიონში ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ'' – ასე ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი  აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას. 
 
„მე განვაგრძობ სატელეფონო მოლაპარაკებებს იერუსალიმის საკითხზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც. ასევე ვისაუბრებ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან. ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხება. ეს თემა ქრისტიანებსაც ეხება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 
 
მისი თქმით, „აშშ-მ გათელა იერუსალიმის შესახებ გაერო-ს 1980 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არავის დაურღვევია“. 
 
„შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა ტრამპს ამ გადაწყვეტილებით. ის ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს. . თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს“, – დასძინა ერდოღანმა.
 
შეგახსენებთ დონალდ ტრამპის  საგანგებო განცხადებას, რომლითაც მან  იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. „მოვიდა დრო, იერუსალიმი ოფიციალურად იყოს აღიარებული ისრაელის დედაქალაქად. „იერუსალიმი იყო და უნდა დარჩეს ის ადგილი, სადაც ებრაელები გოდების კედელთან, მუსლიმები „ალ-აქსას“ მეჩეთთან, ხოლო ქრისტიანები ქრისტეს საფლავის ტაძარში ლოცულობენ. მაგრამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. ეს ფაქტია და ის უნდა ვაღიაროთ. რასაც მე ვაკეთებ“, – განაცხადა ტრამპმა.“.
 
მან ასევე განკარგულება მისცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზე.
 
ცნობისათვის, იერუსალიმის სტატუსი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
არაბულ-ისრაელის ომის დროს 1947-1949 წლებში ქალაქი ორ ნაწილად გაიყო ახალგაზრდა ისრაელის სახელმწიფოსა და იორდანიას შორის.
1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავეს.
მას შემდეგ ისრაელი დაჟინებით ამტკიცებს, რომ იერუსალიმი ისრაელის “ერთიანი და განუყოფელი” დედაქალაქია. ხოლო პალესტინელებს სურთ ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი მათი სახელმწიფოს დედაქალაქად გამოაცხადონ.. 

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...