მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი პროკურატურის ულტიმატუმის საპასუხოდ აცხადებს, რომ იქ არ მივა და გამომძიებლებს...

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის ულტიმატუმის საპასუხოდ აცხადებს, რომ იქ არ მივა და გამომძიებლებს რადას შენობასთან ელოდება

Published on

მიხეილ სააკაშვილმა, რომლის ძებნას ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს, ამ რამდენიმე წუთის წინ მხარდამჭერებს მიმართა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პროკურატურის ულტიმატუმის საპასუხოდ აცხადებს, რომ ჩაბარებას არ აპირებს და გამომძიებლებს რადას შენობასთან ელოდება.
 
„დილით კვლავ სცადეს პროვოკაციის მოწყობა და ჩემს კარავში შემოსვლა, მაგრამ აერიათ და სამწუხაროდ, ეს ხალხი დაზარალდა.
 
გუშინ ლუცენკომ თავხედურად მოიტყუა, მათ შორის ჩემს სტატუსზე. დეპუტატების წინააღმდეგ საქმე აღძრეს, თითქოს, ისინი კანონის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ლუცენკო გაუნათლებელია. იურისპრუდენციაში არაფერი გაეგება და ნაცნობობით გახდა გენპროკურორი, არაფერი იცის სამართალმცოდნეობაზე, ამიტომ მინდა განვაცხადო, მე მას არ ვთვლი გენპროკურორად, არ აქვს არც ღირსება. მზად ვარ, აქ კარავში მივიღო გამომძიებელი“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ძებნა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 3 მუხლით გამოაცხადა – დანაშაულის მცდელობა, პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...