მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს – ღირსების მანიფესტაცია თბილისში. მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაასრულებს გამარჯვებით ბრძოლას...

დღეს – ღირსების მანიფესტაცია თბილისში. მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად დაასრულებს გამარჯვებით ბრძოლას ჩვენი რეგიონის თავისუფლებისთვის ჯერ უკრაინაში და შემდგომ საქართველოში“ – აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში

Published on

ღირსების მანიფესტაცია – ამ ლოზუნგით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დღეს საპროტესტო მსვლელობას გამართავს. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაკავების მცდელობას და კიევში მის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას აპროტესტებენ. 
 
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები შეთანხმებულად, კრემლში დაწერილი სცენარით მოქმედებენ. მსვლელობა ზუსტად 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან დაიწყება. 
 
„პოროშენკომ, ივანიშვილმა და პუტინმა განიზრახეს, რომ მიშა გამოამწყვდიონ ციხეში იმიტომ, რომ მათ არ უნდათ სიმართლის მოსმენა. მაგრამ, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ სამი კი არა, მთელი მსოფლიოს ოლიგარქები, რომ გაერთიანდნენ, ისინი ვერ შეაჩერებენ ხალხის ხმას და ხალხის ნებას. სწორედ ამან იხსნა გუშინ მიხეილ სააკაშვილი და სწორედ ხალხის ძალით და ხალხის ნებით, ის აუცილებლად დაასრულებს თავის ბრძოლას გამარჯვებით, ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, ბრძოლას ჩვენი რეგიონის თავისუფლებისთვის, სიმართლისთვის, ჯერ უკრაინაში და ღრმად ვარ დარწმუნებული, შემდგომ საქართველოში,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
 
თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, იანუკოვიჩის გზას დაადგა. ბოკუჩავა ამბობს, რომ პოროშენკო, ივანიშვილი და ყველა სხვა პირი, რომელიც ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, იანუკოვიჩის ბედს გაიზიარებს.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...