მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა- ბექა ბასილაია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა- ბექა ბასილაია

Published on

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საქართველოში ბექა ბასილაია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების ფაქტს ეხმაურება. უფლებადამცველი მომხდარს „უკანონო – ბანდიტურ გადაწყვეტილებას" უწოდებს.ბასილაია ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია სამართლებრივი საფუძველი დაკავების, თუმცა მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.ბასილაიას თქმით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.„ჩვენთვის ამ ეტაპზე დაკავების საფუძველი უცნობია, შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცედურებთან დაკავშირებით, კონკრეტული კომენტარის გაკეთება სამართლებრივ  ჭრილში გაგვიჭირდება, თუმცა იმის თქმა ცალსახად შეგვიძლია რომ ეს უკვე სამართლებრივი  პროცესებიდან გასულია და ეს არის ბანდიტური გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც წინ უსწრებდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო გამოძევება, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებზეა საუბარი, მათი ცემა, წამება და ა.შ.,"-განაცხადა ბასილაიამ. რაც შეება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხს. ადვოკატი ამბობს, რომ 2 წლის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე პოლიტიკური მოტივით სისხლის სამართლებრივი დევნის გამო უარი განაცხადა. მიუხედავად ამისა უფლებადამცველს უჭირს იმის თქმა, მოახდენს თუ არა უკრაინა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას. "იმდენად დიდ უკანონობაზე მიდის უკრაინის ხელისუფლება და თავის მხრივ ქართული ხელისუფლებაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებში, ამ ნაბიჯზეც რომ წავიდნენ არ გაგვიკვირდება, თუმცა მე ვერ გავაკეთებ განცხადებას ინფორმაციის სიმწირის გამო თუ რა შეიძლება მოხდეს,"-აცხადებს ბასილაია. 

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...