რა ხდება თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან

0
418
51-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს უჩვეულო რეჟიმში განახლდა. 
სკოლის შენობასთან მიდიან მშობლები და მოქალაქეები, ანთებენ სანთლებს და პატივს მიაგებენ დაღუპული ბავშვების ხსოვნას. 
 
სკოლასთან მისულები მოქალაქეები აცხადებენ, რომ განათლების სისტემაში ქმედითი ცვლილებები უნდა გატარდეს, რათა მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.
 
განსაკუთრებით მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან დაღუპულთა მეგობრები, მათთან დილიდან მუშაობენ ფსიქოლოგები.
 
სკოლის პერიმეტრზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, აქ მისული იყო   საპატრულო პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანიც, მათ შორის მთაწმინდის სამმართველოს ხელმძღვანელიც, რომელთაც უკვე დატოვეს იქაურობა ისე, რომ მედიასთან რაიმე კომენტარი არ გაუკეთებიათ, ამდენად   უცნობია, საგამოძიებო პროცესის რა ნაწილში მიიღეს მონაწილეობა, გამოკითხეს თუ არა დამატებით რომელიმე პირი.
 
სკოლის დირექტორი და მანდატურები არ ადასტურებენ, რომ პნევმატური იარაღი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, ერთ-ერთ მოსწავლეს ჰქონდა,  სკოლაში ინახებოდა. მანდატურების თქმით, უცხო პირთა შესვლა სკოლის ტერიტორიაზე იკრძალება.
 
დილიდან საპატრულო პოლიცია მობილიზებულია  პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთანმ სადაც , სავარაუდო მკვლელი სწავლობს., პატრული სკოლის პერიმეტრს აკონტროლებს სესაძლო მღელვარების თავიდან ასაცილებლად. 
.51-ე სკოლაში განვითარებულ მოვლენებზე და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, სადაც განცხადებას სავარაუდოდ, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გააკეთებს.
 
წინა სტატიასად კალიფორნია, სად – სფინქსის ქანდაკება?
შემდეგი სტატიაპოროშენკოს რეჟიმი NewsOne -ის ჯერ დაბლოკვას, ახლა კი განბლოკვას ითხოვს და გამწარებით უღრენს მიხეილ სააკაშვილს და მის ,,უტიფარ” მხარდამჭერებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური