მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩემი სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა კრიმინალების გაიდეალებამ- მიხეილ სააკაშვილი

ჩემი სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა კრიმინალების გაიდეალებამ- მიხეილ სააკაშვილი

Published on

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. როგორც მიხეილ სააკაშვილი ”ფეისბუქში” წერს, მან "ქუჩის აკადემიის" აღმოსაფხვრელად ბევრი რეფორმა განახორციელა, ამჟამად კი კვლავ ხდება კრიმინალების გაიდეალება. სააკაშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაღუპული მოსწავლეების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. ”მე ვსწავლობდი 51-ე საშუალო სკოლაში და ორჯერ ვარ ნამყოფი #53-ე სკოლის მოსწავლეებთან გარჩევაზე და ჩხუბზე. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ფეხი გამიჩხაპნეს ე.წ “შპიცით", მას შემდეგ, მეზიზღებოდა ეს "ქუჩის აკადემია" და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად საქართველოში. მოხდა ისე, რომ ჩემს შემდეგ, "ქუჩის აკადემიკოსები" მოვიდნენ ხელისუფლებაში და ჯერ ძეგლი დაუდგეს ვაზაგაშვილს, ახლა კი ჩემი სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა ქუჩის ყალბმა რომანტიკამ და ძველი ბიჭების და კრიმინალების გაიდეალებამ. ჩემი უღრმესი სამძიმარი დაღუპული მოსწავლეების ოჯახის წევრებს! P.S 2007 წელს კამპანია "სკოლა დანაშაულის გარეშე" სწორედ 51-ე სკოლაში დავიწყეთ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.  

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...