გუშინ ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი დავით ლოლაძე. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მისი შემოყვანიდან ამ დრომდე მიმდინარეობს."პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. არასტაბილური ჰემოდინამიკაა. შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო ჩვენებების შენარჩუნება. ამისთვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტს გაუკეთდა სამი ოპერაცია, სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია: ბარძაყის მიდამოზე იმუშავეს სისხლძარღვთა ქირურგებმა, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდზე ზოგადმა ქირურგებმა. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა სისხლის უდიდესი დანაკარგი, შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით მიმდინარეობს სისხლის კომპონენტების მუდმივი დიფუზია, გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება. არის არასტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებელი, უმძიმესი მდგომარეობით", – განაცხადა დავით ლოლაძემ.გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა- ექიმი
სიახლეები
სიახლეები
პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მედიის წარმომადგენლებს ხვდება
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ხვდება და მიუნხენში გამგზავრებამდე მედიამენეჯერებისგან ისმენს მედიაში არსებული...
სიახლეები
“თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ მოვითხოვეთ, თუმცა, შესაბამისი უწყებები ამ ცნობებს არ გვაწვდიან” -საია
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, ორგანიზაციამ აქციების დროს დაკავებული და 26 დღის განმავლობაში მოშიმშილე თემურ...
სიახლეები
ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა აქვს
ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა...
სიახლეები
EPP “ოცნების” ლიდერების დანსაქცირებას ითხოვს
მასობრივი რეპრესიების ფონზე მოქმედებაზე გადადის დასავლეთიც. ბრიუსელი ოლიგარქის და მისი მსახურების მიმართ ახალ მიზნობრივ...