თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობილი, რამდენიმე წუთის წინ გახდა. მე-11 კლასის მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. დაჭრილ არასრულწლოვანს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მრავლობითი ჭრილობები, რომელიც მას დანით ჰქონდა მიყენებული, სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.გუშინ კი ამავე სკოლის დაჭრილი მოსწავლე კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. თბილისში 2 მოსწავლე დაჭრეს. შელაპარაკება ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას N4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
51-ე სკოლის დაჭრილი მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა
სიახლეები
საზოგადოება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის...
სიახლეები
ელენე ხოშტარია-პირობას ვაძლევ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ერთიანობისთვის ყველაფერს ვიზამ
"ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და ასე დამარცხდება...
სიახლეები
ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები-დაუთი
საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო, უხეში მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური...
საზოგადოება
ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომელმაც მსოფლიოს ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ამცნო,...