მთავარისიახლეებისაზოგადოებასუს-ი - ექსპერტიზით დადგინდა, რომ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ერთი პირი ახმედ ჩატაევია

სუს-ი – ექსპერტიზით დადგინდა, რომ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ერთი პირი ახმედ ჩატაევია

Published on

სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ერთი პირი ახმედ ჩატაევია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.”მინდა მოგაწოდოთ ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია ბერი გაბრიელ-სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია”, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.მისივე განმარტებით, დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში. "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათი მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან", – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

სიახლეები

საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

უკუსვლა დემოკრატიაში-საქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა. „ვიდემის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც...

ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსმართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა...

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა , რომელიც ჰაერით ვრცელდება და...

აქციების გაშუქებისას თურქეთში 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს. მათი დაპატიმრების...