მთავარისიახლეებისაზოგადოება"მთელი საქართველო ლოცულობს რომ ეს ბავშვი გადარჩეს"- ექიმი დაჭრილ მოზარდზე

“მთელი საქართველო ლოცულობს რომ ეს ბავშვი გადარჩეს”- ექიმი დაჭრილ მოზარდზე

Published on

ხორავას ქუჩაზე, დაჭრილი 16 წლის მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განაცხადა.„მინდა აღვნიშნო, რომ მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე. მეორე ოპერაციას ნუ დავარქმევთ, რადგან ეს იმ ოპერაციის გაგრძელება იყო, ოდნავი შესვენება გავაკეთეთ, რომ სტაბილიზაცია მომხდარიყო. პრაქტიკულად, პაციენტი ნული წნევით შემოვიდა. პირდაპირი გულის მასაჟით შევიდა პაციენტი საოპერაციოში. საკაციდან საოპერაციო მაგიდაზე მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა და პირდაპირ იმაზე დაიწყო და დამთავრდა ოპერაცია, რითაც შემოიყვანეს. ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენთვის“, – განაცხადა ავთანდილ იმედაძემ და დასძინა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლა მიმდინარეობდა ბავშვის გადასარჩენად. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ამჟამად მიღწეულია სტაბილიზაცია, პაციენტი გადაყვანილია რენიმაციულ განყოფილებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილურია მდგომარეობა. „რა გართულებები იქნება შემდგომში, ამაზე ლაპარაკი უკვე ძნელია. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ასეთ გამეტებით მიყენებული ჭრილობები 16 წლის ბავშვზე, არ ვიცი, საშინელებაა. ეს იყო შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში, შემავალი ჭრილობები მუცლის არეში, ღვიძლზე იყო გამჭოლი ჭრილობა. დაზიანებული იყო მაგისტრალური სისხლძრღვები, ბარძაყის არტერია, კერძოდ, ვენა. რომ მოიყვანეს სისხლი არ იყო. ჯგუფის დასადგენადაც კი ვერ ავიღეთ სისხლი ისეთი მდგომარეობა იყო. ნული წნევით, გული გაჩერებული, გულის პირდაპირი მასაჟით შევიდა საოპერაციოში“, – განაცხადა ავთანდილ იმედაძემ და დასძინა, რომ მას ჰქონდა 7 ძირითადი ჭრილობა.კითხვაზე, რითია მიყნებული ჭრილობები, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით, თუმცა ამას ექსპერტიზა დაადგენს. ამასთან, ექიმის განცხადებით, ჩართულია ყველა სამსახური – რეანიმაციული, ყველა სახის ქირურგი ისევ ადგილზეა, არიან მობილიზებულები. 
„მზად ვართ, რომ თუ კიდევ რამე დასჭირდა, გაკეთდეს. ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. მგონია, რომ ვინც გაიგო, მთელი საქართველო განიცდის და ამ ბავშვის გადასარჩენად ლოცულობს. ჩვენც ერთი სული გვაქვს, როცა ამ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – განაცხადა ავთანდილ იმედაძემ. დღეს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...