მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოსგან გადაწყვეტილება მიიღო ჩემი ბინის ჩხრეკის...

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოსგან გადაწყვეტილება მიიღო ჩემი ბინის ჩხრეკის შესახებ

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოსგან გადაწყვეტილება მიიღო მისი ბინის ჩხრეკის შესახებ.
 
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
 
„ბოდიში, მეგობრებო, ვერ დაგელოდეთ, კონოტოპში გავემგზავრე ჩემს აგენტურულ საქმეებზე, რათა რუსეთის საზღვარზე ინსტრუქციები მივიღო. მაგრამ რათა გაგიადვილოთ ამოცანა, გირჩევთ,  როცა შემოხვალთ ჩემთან, შეგიძლიათ კარები გააღოთ იმ გასაღებით , რომელიც ჩემს მძღოლს „ყაჩაღებმა“ წაართვეს, როცა სადარბაზოში სცემეს, და რომლის მეშვეობითაც   ათი დღის წინ კამერები დააყენეთ ჩემს ბინაში“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
მან ასევე ირონიულად განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მის ბინაში „კარადაში შეუძლიათ ნახონ გაზეთები  პოროშენკოს კორუფციული სქემების სესახებ,   მაცივარში – „როშენის“ მოწამლული შოკოლადი, ხოლო სეიფში კი ინახება ასაფეთქებელი, რომელიც მხოლოდ ბარიგებისთვის ფეთქდება. ,,რაც შეეხება ფულს, რომელიც მონღოლეთის დაზვერვისგან მივიღე , ნუ დაიწყებთ მის ძებნას, რადგან უკვე გუშინ დავხარჯე  რესტორანში ,,გივი'', სადაც  ჟურნალისტებთანერთად ვიქეიფე. 
რაც მთავარია, გასვლისას არ დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა, თორემ მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკო DTEK-ის თანამფლობელი გახდა, ელექტროენერგიაზე ტარიფები უფრო გაიზარდა, ვიდრე ეს ახმეტოვის დროს იყო“, – დასძინა მან. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...