მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს გაირკვევა ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის პოსტს

დღეს გაირკვევა ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის პოსტს

Published on

დღეს პარლამენტში კენჭს  უყრიან  ახალი სახალხო დამცველის კანდიდატებს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებულ ნინო ლომჯარიას, რომელიც კანონმდებლების წინაშე პლენარულ სხდომაზე  გუშინ წარდგა. 
 
 „ქართული ოცნების“ რიგებში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არის, ლომჯარიას კანდიდატურას თავად წარმდგენი უმრავლესობის ნაწილი ეწინააღმდეგება, თუმცა ვარაუდობენ, რომ საბოლოოდ უმრავლესობის მხარდაჭერა მაინც მას ექნება. 
 
ნინო ლომჯარიას კანდიდატურა მიუღებელი არ არის ნაციონალური მოძრაობისთვის, თუმცა მათ, ისევე როგორც საპარლამენტო უმცირესობის დანარჩენ ნაწილს, პრეტენზიები სახალხო დამცველობის კანდიდატის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით აქვთ. 
 
„სამწუხაროდ მმართველმა გუნდმა, საპარლამენტო უმრავლესობამ პროცესი წარმართა კულუარულად. მათ თავად გამოარჩიეს ფავორიტი კანდიდატი და წარმოგვიდგინეს იგი დასამტკიცებლად. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის სწორი ფორმა,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე.
 
ამდენად საპარლამენტო იმცირესობა კენჭისყრაში დღეს მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს.
 
ოპოზიციის ამ  განცხადებებს უპასუხა სახალხო დამცველობის კანდიდატმა.
„სახალხო დამცველის კანდიდატურა შეირჩა შიდა დისკუსიების და განხილვის შედეგად, ვინაიდან მუსირებდა აზრი, რომ თითქოს ეს იყო მიღებული გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ დღევანდელმა პროცესმაც და საკომიტეტო განხილვებმაც აჩვენა, რომ ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს დისკუსია უმრავლესობაში,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სიახლეები

112-მა პარლამენტთან აქციების ფონზე სახის და ემოციების ამომცნობი 30 კამერა იყიდა

პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ 112-მა ჩინური წარმოების 30 სათვალთვალო კამერა შეისყიდა, რომლებსაც ადამიანების...

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან აქციის მონაწილეებს შეხვდა

ოლიგარქის ხმოსნების მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან ლეგიტიმური პრეზიდენტი...

“არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა არაკონსტიტუციურია” – ISFED

"სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და...

“საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი”- მიჰკელსონი

"საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესტონეთის პარლამენტის...