წუხელ ხანძარი გაჩნდა სოხუმის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში ,,სუხუმ – სუპერმარკეტ’’, რომლის მფლობელია ბესლან ბუთბა, სკანდალურად ცნობილი რუს მსახიობთის ვლადიიმერ ეტუშისათვის 28 მილიონი რუსული რუბლის ,,შეწერის’’ გამო.
სავაჭრო ცენტრი მდებარეობს ქალაქის შესასვლელშიდა ერთობ პოპულარულია არამარტო სოხუმში, არამედ მთელ აფხაზეთში, რომელიც საუკეთესო ხარისხითა და ფართო ასორტიმენტით გამორჩეულ საკვებ და სამრეწველო საქონელს სთააზობს მომხმარებელს.
ხანძარი გვიან ღამით, შენობის მეორე სართულზე გაჩნდა და ელვის უსწრაფესად მოედო როგორც ინტერიერს, ისე ფასადს, რადგან აგევბულია და მოპირკეთებული ხანძრისადმი მცირე მედეგობის, აალებადი სამშენებლო მასალებით ა და
მაღაზიაში მყოფმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მოასწრეს შენობუიდან გასვლა და უკვე ქციდან შეატყობინეს ქალაქის სახანძრო სამსახურს. ზარი ღამის 2 საათზეგანხორციელდა, სახანძრო ეკიპაჟები ადგილზე სწრაფადვე მივიდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ახალომახლო წყალი არ იყო – 12 საათისთვის წყლის მიწოდება ქალაქისთვის, როგორც წესი, წყდება, ხოლო მდინარე გუმისთიდან წყლოის ამოღების ორგანიზებას დრო დასჭირდა.
მეხანძრეებს საათნახევარი დასჭირდათ ხანძრის კერის მიგნებისათვის, რაც გაართულა ძლიერმა დაკვამლიანებამ და მაღაზიაში დასაწყობებული ქიმიური ნივთიერებების წვისას გამოყოფილმა მომწამლავმა აირმა.
რაც შეეხება ხანძრის კერის ჩაქრობას და შენობაში გავრცელებული ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაციას, ეს მხოლოდ დილისთვის მოხერხდა. ამჟამად შენობა პოლიციელების ცოცხალი ჯაჭვით არის შემოსაზღვრული, როგორც აფხაზური მედია წერს, დამწვარი ფართი დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ექსპლუატაციისთვის სრულიად უვარგისია შენობის ნახევარზე მეტი, განადგურებულია ამ ნაწილში განთავსებული სავაჭრო დარბაზები და იქ არსებული საქონელი, სრულიად ამოიბუგა ბავშვების გასართობი დარბაზიც თავისი აღჭურვილობით, გადარჩა მხოლოდ რამდენიმე სასურსათო საქონლით მოვაჭრე რამდენიმე მაღაზია, რომელიც შენობის სიღრმეში და ამის წყალობით გადარჩა.
სასურსათო საქონლის სექტორში მ დასაქმებული 64 მოვაჭრე უმუშევარი დარჩა, განსაკუთრებით დაზარალდა 130 კაცი, რომელსაც სავაჭრო ფართი იჯარით ჰქონდა აღებული და ვერაფერი გამოიტანა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი სხვენში მოკლე ჩართვამ გამოიწვია, სუპერმარკეტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ , რომ ცეცხლი ხელოვნურად, მფლობელისადმი არაკეთილგანწყობილი ძალების მიერ არის გაჩენილი.
ხანძარმა აფხაზურ მედიასა და საზოგადოებაში კვლავ წინ წამოსწია ბესლან ბუთბასა და ასევე ცნობილი აფხაზი ბიზნესმენის დაურ ბარგანჯიას მიერ ვლადიმერ ეტუშისაგან მოტყუებით გამოძალული დიდი ფულის თემა.
დაურ ბარგანჯია ამტკიცებს, რომ მან თავად ვლადიმერ ეტუშის თხოვნით ჩადომისგან მიღებული 28 მილიონი რუსული რუბლი ბესლან ბუთბას მფლობელობაში არსებული ამ სუპერმარკეტის მშენებლობაში , თუმცა ამასობაში ბესლან ბუთბას ბიზნესში ცუდად წაუვიდა საქმე, იგი დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და არათუ სუპერმარკეტის მშენელობის დასრულება შეძლო, საერთოდ გაიქცა აფხაზეთიდან და რუსეთიდან. ბიზნესშიხელი მოეცარა დაურ ბარგანჯიასაც, შესაბამისად ეტუშისთვის ფულის დაბრუნების საკითხი ჰაერში გამოეკიდა, მან კი პასუხად მთელი მოსკოვი დარაზმა ნებითი თუ უნებლიე მძარცველების წინააღმდეგ.
მსახიობის საჩივრის საფუძველზე დაურ ბარგანჯია მოსკოვში დააკავეს და აქამდე პატიმრობაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ნათესავებმა ვალი პირწმინდად დაუბრუნეს ვლადიმერ ეტუშს.
სექტემბერში, სანამ დააკავებდნენ, დაურ ბარგანჯიამ გულრიფშის რაიონულ სასამართლოში უჩივლა ბესლან ბუთბას და ეტუშისგან ვალად აღებული და მისთვის გადაცემული თანხის სასამართლოს წესით ამოღება და დაბრუნება მოითხოვა. ბარგანჯია ამ თანხას ედავება აგრეთვე ბუთბას ცოლსა და ქალიშვილს, რომელნიც ვალის თავმდებებად დაუდგნენ მას. სასამართლომ ყადაღა დაადო სავაჭრო სუპერმარკეტსა და ბესლან ბუთბას მთელ ქონებას აფხაზეთში საკითხის გადაწყვეტამდე.
ასეთია ხანძრის პრეისტორია, რაც კითხვის ნშნებს აჩენს ტრივიალური მოკლე ჩართვის ვერსიის გარშემო