მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ინგირში დაკლული ცხენების ნაწილები იპოვეს

სოფელ ინგირში დაკლული ცხენების ნაწილები იპოვეს

Published on

ზუგდიდში, სოფლებს ინგირსა და თარგამულს შორის არსებული საავტომობილო გზიდან 100 მეტრში დაკლული ცხენების კიდურები, თავის ქალა და ტყავი ღია ცის ქვეშ, მინდორზე ყრია. საქონლის ნაწილები იქ, სავარაუდოდ, ტომრებით მიიტანეს, რადგან ის გარშემო ძვლებთან ერთად არის მიმოფანტული. სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამმართველოში მიიჩნევენ, რომ უნდა გაირკვეს, დაიკლა თუ არა ცხენები შემდგომი რეალიზაციისთვის.აღნიშნული ტერიტორიიდან მოსახლეობა ერთ კილომეტრში ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, აქ ცხენები არ ჰყავთ და ეჭვობენ, რომ საქონლის ნაწილები ახლო სოფლებიდან ან ქალაქიდან მიიტანეს.„მანდ ადრე ძროხები დამყავდა საძოვარზე და არ შემიმჩნევია. ახალი დაყრილია, აქაური ამას არ იზამდა“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.იმის გასარკვევად, იყიდება თუ არა ცხენის ხორცი ზუგდიდის ბაზარში ან ხვდება თუ არა სხვადასხვა საკვებ ობიექტში, რადიო “ათინათი“ სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ სამმართველოს დაუკავშირდა. სამმართველოს უფროსის მარიკას გულუას თქმით, ბაზარზე ცხენის ხორცი აკრძალული არ არის, თუმცა მისი მტკიცებით, ამ საქონლის ხორცი ზუგდიდის ბაზარზე ვერ მოხვდება.„ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ბაზარზე არ იყიდება ცხენის ხორცი. ზუგდიდის სასაკლაოებში არ იკვლება, რადგან მისი დამუშავება სასაკლაოს ძვირი უჯდება. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სასაკლაოს გვერდის ავლით ხორცი ბაზარზე ვერ მოხვდება. თუმცა საინტერესოა, ვინ დაყარა ნაწილები აღნიშნულ ტერიტორიაზე. ეს ეჭვს იწვევს, რომ სადღაც გააქვთ. “, – აღნიშნა მან.სამმართველოში აცხადებენ, რომ ამ ფაქტით დაინტერესდებიან, თუმცა, მათივე თქმით, იმის გამოძიება, თუ ვინ დაყარა ნარჩენები, მათ კომპეტენციას სცდება.„ეს უფრო სამართალდამცავი ორგანოების საკითხია, თუმცა ჩვენც დაინტერესებული ვართ, გავიგოთ, სად მიაქვთ ეს ხორცი ან ვინ კლავს მას“, – თქვა გულუამ.მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის დასასუფთავებლად „ზუგდიდასუფთავების“ სამსახურის წარმომადგელებს გაგზავნიან, ხოლო ფაქტის გამოსაძიებლად შესაბამის უწყებებს მიმართავენ.შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება ჯერ არ შესულა.
 
წყარო: რადიოათინათი

სიახლეები

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...