საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საგანგებო პრესკონფერენციის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. იგი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მისი დაპატიმრების შესახებ ბრძანება გასცა. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით პოროშენკო მის დაპატიმრებას სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით გეგმავს. "დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და გასცა ჩემი დაპატიმრების განკარგულება უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის და კიდევ რაღაც გამოგონილი ოდესის საქმისთვის. ეს განკარგულება მან მისცა გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს. მათ შემდგომი ორი- სამი დღის განმავლობაში, 3 დეკემბრისთვის დაგეგმილ მარშამდე უნდა განახორცილეონ ჩემი დაკავების იზოლაციისა და განეიტრალების გეგმა. იმ მიზნით, რომ ჩაახშონ მშვიდობიანი პროტესტი და უკრაინელი მოქალაქეების ნების გამოხატვა. მათ წამოწიეს არ არსებული საქმეები, რომელიც უკავშირდება ჩემი ოდესის გუბერნატორად მუშაობის პერიოდს. მათ სურთ, რომ ეს ყველაფერი მოარგონ კონკრეტულ ბრალს, მაგალითად ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მათ მისცეს დავალება დეპარტამენტს, რომელსაც კოვალენკო ხელმძღვანელობს. მოითხოვეს ჩემი ხმის ნიმუშები იმ მიზნით, რომ მოახდინონ აუდიო ჩანაწერების ფალსიფიკაცია და ამ ჩანაწერებს ჩემი დაკავების დღეს გამოაქვეყნებენ. ისინი ცდილობენ დაშინების გზით იმოქმედონ. სამ რიცხვამდე ჩამსვან წინასწარი დაკავების იზოლატორში და ამგვარად ჩაკლან მშვიდობიანი პროტესტი უკრაინაში,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
სიახლეები
TI- „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო
გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეები - ამ სათაურით აქვეყნებს...
სიახლეები
საიამ “გავრილოვის ღამის” საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26...
სიახლეები
სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე
გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის.
გავრცელებული ინფორმაციით ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაეშვა – მიზეზი უკრაინული დრონებია
ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ...