მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს მხოლოდ ერთი უწყების მიერ გაწეული 6 მილიონ 500 ათასი ლარის ე.წ....

დღეს მხოლოდ ერთი უწყების მიერ გაწეული 6 მილიონ 500 ათასი ლარის ე.წ. ფარული ხარჯი 7 თვეში და რამდენიმე პიჯაკი და თაიგული – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ,,უკანონო ხარჯი” 9 წელიწადში

Published on

თემურ ჯანაშიას ინფორმაციით, ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობით სდსს-მ 7 თვეში 6 მილიონ 500 ათასი ლარის ე.წ. ფარული ხარჯი გაწია სდსს-ს ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ინფორმაციით, ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 7 თვეში 6 მილიონ 500 ათასი ლარის ე.წ. ფარული ხარჯი გაწია. როგორც ჯანაშიამ ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დაცვის მხარე ეტაპობრივად წარადგენს მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის პერიოდშიც გაწევდა ხარჯებს ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტებზე. 
 
"წინა სასამართლო პროცესზე ჩვენ წარვადგინეთ დაახლოებით მილიონამდე გადარიცხვა, რაც მხოლოდ ერთ თანამშრომელზე იყო გაცემული. ახლა სათითაოდ ვიკვლევთ ამ გადარიცხვებს და წარმოვადგენთ ამ მტკიცებულებებს. ზოგადად 7 თვის განმავლობაში დაახლოებით 6.5 მილიონია დახარჯული ე.წ. ფარული ხარჯების სახით. ადრე თუ გვიან, ამ ყველაფერს ფარდა აეხდება", – აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.
 
ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას აქვს წაყენებული. გამოძიება მათ 9 მილონამდე ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. გამოძიების თანახმად, სდსს მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, საბიუჯეტო თანხებს, სააკაშვილის პირად კომფორტზე ხარჯავდა და შემდგომ ამ ხარჯებს გრიფი „საიდუმლო“ ედებოდა, რათა საზოგადოებისთვის არ გამხდარიყო ცნობილი, თუ რაში იხარჯებოდა თანხები.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...