მთავარისიახლეებიეკონომიკაანაკლიის პორტი სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს აბრეშუმის გზის დერეფანში - გიორგი კვირიკაშვილი

ანაკლიის პორტი სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს აბრეშუმის გზის დერეფანში – გიორგი კვირიკაშვილი

Published on

ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი უპრეცედენტო იქნება და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა  აბრეშუმის გზის  ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დღეს გაიხსნა თბილისში და ორ დღეს გასტანს.  
„მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ვახორციელებთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფართო ქსელის მშენებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და მის წამყვან სატრანსპორტო კვანძად გადაქცევას. განსაკუთრებით აღსანიშნავია საპორტო ინფრასტრუქტურის ახალი განვითარების ტალღა, რასაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტს ვუკავშირებთ, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ამ დერეფანში," – განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა ფორუმის გახსნაზე 
 
პრემიერის მიმართვაში ფორუმის მონაწილეებისადმი აბრეშუმის გზის ფარგლებში სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებასა და ეფექტიანობის გაზრდას გაესვა ხაზი, რაც მისი თქმით, ხელს შეუწყობს ევროპის და აზიის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას.
 
"საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახალი ბიძგი მივცეთ აბრეშუმის გზის ფარგლებში, როგორც სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებასა და მათი ეფექტიანობის გაზრდას, ასევე იმ პროექტების განხორციელებას, რაც ევროპისა და აზიის ეკონომიკური და ცივილიზაციური კავშირების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი და გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ყველა მეზობელთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან,“-განაცხადა პრემიერმა.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...