ქართველი მღვდელმთავრების დელეგაცია მოსკოვს მიემგზავრება

0
429
ერთ კვირაში მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავის იუბილეზე  მაღალი იერარქიის სასულიერო პირისაგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.
მიპატიჟება პატრიარქ კირილის წარმომადგენელმა თბილისში ვიზიტისას რამდენიმე კვირის წინ პირადად ილია მეორეს გადასცა.
 
თავად საქართველოს პატრიარქი  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღონისძიებაზე არ მიემგზავრება, ხოლო სამი წევრიგან შემდგარ  დელეგაციას ახალციხის, ტაო კლარჯეთსა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს.
 
დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილი ჟურნალისტების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა დელეგაცია დასვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე  მზარდი საეკლესიო სეპარატიზმის საკითხი, აცხადებს: 
 
„რა თქმა უნდა, დასვამენ ამ საკითხს, აფხაზეთის საკითხსაც და ცხინვალის საკითხსაც ყველა შემთხვევაში დასვამენ, სადაც კი ამის საშუალება მიეცემათ კომპეტენტურ პირებთან. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და არა ერთგზის დავაყენეთ ეს საკითხი, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჩვენი იურისდიქცია განხორციელდეს. არა მარტო იმით, რომ სიტყვით ვარ აღიარებული, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და  საქართველოს ეკლესია უნდა ახორციელებდეს იქ მოღვაწეობას, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით გვქონდეს შეწევნა, თანადგომა იმისა, რომ ქართულ სამღვდელოებას ჰქონდეს შესაძლებლობა მოემსახუროს თავის მრევლს.“
 
წინა სტატია„პრეისტორიული კლდის ხელოვნება“ – საქართველო ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტის სრულუფლებიანი წევრი გახდა
შემდეგი სტატია,,თუ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ჩატაევის საქართველოში ყოფნა დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი უწყებების მუშაობაში სერიოზული პრობლემაა”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური